“ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ უნდა იყოს მთელი პროცესი დახურული”, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, გამოსავალი გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა გამოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ უნდა იყოს მთელი პროცესი დახურული. ამის დამადასტურებელი რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ იგივე მოსაზრებას“, - განმარტა ომბუდსმენმა.