მთელ რიგ საოპერაციო ნაწილში, ისეთში, როგორიც არის სახელმწიფო კომპანიები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტრიმიზაცია გვქონდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, ძირითადი ოპტიმიზაცია უწყების ცენტრალურ აპარატს შეეხო. მისივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ოპტიმიზაციას განაგრძობს.
"სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ოპტიმიზაციის პოლიტიკა ყველა უწყებისთვის თანაბარია, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გარკვეული ოპტიმიზაცია მოვახდინეთ ცენტრალურ აპარატში ვაკანსიების ხარჯზე, 10%-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები. ოპტიმიზაციის პერიოდი გრძელდება, არის საოპერაციო საქმიანობები, სადაც რა თქმა უნდა სწორი ანალიზის შედეგად, სწორი რეფორმებია ჩასატარებელი. კონკრეტულ ციფრს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ ცენტრალურ აპარატში ბიოროკრატიულ ნაწილში ეს ყოფილიყო ნაკლებად მძიმე, რადგან სამინისტროს საქმიანობის ეფექტი არ უნდა შემცირდეს. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ საოპერაციო ნაწილში, ისეთში, როგორიც არის სახელმწიფო კომპანიები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტრიმიზაცია გვქონდა, საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.