ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების მიპყროს.
კანდელაკი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა უნ და დაურეკოს აშშ-ის პრეზიდენტს და არსებული ვითარება გააცნოს.
„აიღოს ყურმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დაურეკოს ამერიკის პრეზიდენტს, რათა ყურადღება მოიპყროს საქართველოს პრობლემების მიმართ, მაგრამ ამასაც არ აკეთებს. მეტსაც ვიტყვი, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უკვე საეჭვო“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩადის. ლავროვი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს. 19 აპრილს კი ლავროვი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ვიზიტისას განიხილება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები.