სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს იქ, სადაც განლაგებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები. მისი თქმით, მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველგან პარლამენტი და მთავრობა სახელმწიფოს დედაქალაქშია.
”უპირველეს ყოვლისა, პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე ქალაქში უნდა იყოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველგან პარლამენტი და მთავრობა სახელმწიფოს დედაქალაქშია. შესაბამისად, კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. კონსტიტუციაში ან უნდა ჩაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია დედაქალაქი, ან საერთოდ არაფერი არ უნდა ეწეროს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფში შეთანხმება მიღწეულია”, - აღნიშნახმალაძემ.