იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურე, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემაში კრიზისია და მის მოგვარებაში ევროკავშირის ექსპერტთა მისია უნდა ჩაერთოს.
,,მინდა, მოვუწოდო ბატონ გიორგისაც და სხვა პოლიტიკოსებსაც, რომ სასამართლოს სჭირდება ამ ეტაპზე დახმარება და გვერდში დგომა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოში არის მართლა რეალურად კრიზისი, არადა, სასამართლო ვითარდება სწორი მიმართულებით, ჩემი მოსაზრებით. ამიტომ, ერთი თხოვნა მექნებოდა მე ბატონ პრეზიდენტთან და ყველა პოლიტიკოსთან - თუ დაუდგებიან გვერდში ამ პროცესში სასამართლო სისტემას, ვიქნებით ძალიან დიდი მადლობლები, თუ არადა, სულ მინიმუმ, ხელს ნუ შეუშლიან. ბატონ პრეზიდენტი თუ არ იზრუნებს სასამართლო სისტემაზე, ხელს მაინც ნუ შეუშლის ამ პროცესის განვითარებას, ეს ხელს უშლის მისი გამონათქვამები, რომ სასამართლოში არის კრიზისი, ამას უსმენს საქართველოს მოსახლეობა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლა არის კრიზისი. არადა, თუ ჩავიხედებით სტატისტიკაში, აბსოლუტურად სხვას მეტყველებს დღევანდელი სასამართლო სისტემა», - განაცხადა ლევან მურუსიძემ.