ქართული ოცნების დეპუტატი, ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება არაადეკვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით.
,,პრეზიდენტის შეფასებები ძირითადად იყო არაადეკვატური. ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური პოზიციონირება მოახდინა. იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია გამოწვევები, ამოცანები ვეთანხმები, მაგრამ არ ნიშნავს იმის ცოდნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში მაინც არსებობს იმას, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის მიერაა დანახული. მისი ფუნქციების აღრევა მოხდა. მან არა მხოლოდ გადაამეტა უფლებამოსილებას, არაადეკვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით» , - განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას გია ვოლსკიმ.