საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლეპენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, მიუხედავად იმისა, მას კონკურენციას ფრანსუა ფიონი გაუწევს თუ ემანუელ მაკრონი. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს კომპანია OpinionWay აქვეყნებს. ბოლო გამოკითხვით, ლეპენს ხმათა მხოლოდ 35 პროცენტი აქვს, არჩევნებამდე კი 3 თვეა დარჩენილი.