აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად მოუწოდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეამციროს. იუწყება Fox News
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის სხვა სამიზნეებიც აქვს.
„მე ზელენსკის ვუთხარი: თქვენ უნდა შეამციროთ ენთუზიაზმი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით. არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა მიღებაც მას შეუძლია. ზელენსკიმ თქვა - კარგი, ჩვენ ალბათ ასე მოვიქცევით“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მანამდე არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმები და განაცხადა, რომ ისინი დიზელის გლობალურ მიწოდებაზე ზეწოლას ზრდის. Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის ფაქტიც დაადასტურა და თქვა, რომ უკრაინას სხვა სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობა აქვს.