აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთში, RAF Fairford-ის ავიაბაზის მახლობლად დაკავებული ხუთი ადამიანი ობიექტისთვის „დიდი ზიანის“ მიყენებას გეგმავდა. იუწყება Reuters.
ბრიტანეთის პოლიციამ ისინი 27 სექტემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია სამი საეჭვო ფურგონის შესახებ, რომლებიც ინგლისის დასავლეთში მდებარე სამხედრო ავიაბაზისკენ გადაადგილდებოდნენ. დაკავებულებს თავდაპირველად ასაფეთქებელ მოწყობილებებთან დაკავშირებული დანაშაულის, მოგვიანებით კი ტერორისტული აქტის მომზადების ბრალი წაუყენეს.
RAF Fairford-ს ამერიკელი სამხედროები ირანზე დარტყმებისთვის იყენებდნენ. შემთხვევის გამო ბაზის გარშემო დაახლოებით 400-მეტრიანი უსაფრთხოების ზონა მოეწყო, ხოლო ახლომდებარე დასახლებაში 85 ოჯახის ევაკუაცია განხორვიელდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა გამოძიება გრძელდება.
ტრამპმა დაკავების ფაქტს დადებითი შეფასება მისცა და თქვა, რომ ეჭვმიტანილებს ბრიტანეთისა და აშშ-ის შესაბამისი უწყებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის განცხადებით, გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა და ხუთივე დაკავებული ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. მათი შესაძლო მოტივი ოფიციალურად დადგენილი არ არის