ძლიერი აფეთქება ჩინეთში. გვიან ღამით ქალაქ ტუნლინის ქიმიურ ქარხანაში ერთ-ერთი საამქრო აფეთქდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. აფეთების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე ამ დროისათვის არ არსებობს.