პარიზის მეტროში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევაკუაცია მეტროში მომხდარ ძლიერ აფეთქებას უკავშირდებოდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს და მომხდარის მიზეზად მეტროში ძლიერი დაკვამლიანება დაასახელეს, რამაც პანიკა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ტერაქტის ვერსია ოფიციალურად გამოირიცხა. ინციდენტი სქავარაუდოდ ელექტროხაზის დაზიანებამ გამოიწვია.