აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნილ გორსუჩი, რომელიც კანდიდატად სწორედ ტრამპმა წარადგინა, სასამართლოსადმი პრეზიდენტის დამოკიდებულებას „ამორალურს და გამაკვირვებელს“ უწოდებს.
უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მიერ სოციალური ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებული განცხადებები გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპმა ფედერალურ მოსამართლე ჯეიმს რობარტს, რომელმაც მიგრანტებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა, „ეგრეთ წოდებული მოსამართლე“ და სასამართლო სისტემის „სასაცილო“ წარმომადგენელი უწოდა.