იემენმა შეერთებულ შტატებს საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციები აუკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელებმა ალ-ქაიდას მებრძოლების სალიკვიდაციოდ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. სამხედრო რეიდის შედეგად 14 ჯიჰადისტი დაიღუპა, თუმცა სპეცოპერაციას მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოჰყვა, რაც მოგვიანებით პენტაგონმაც დაადასტურა.