ბელარუსმა აზერბაიჯანს ცნობილი ბლოგერი გადასცა. ალექსან ლაპშინი ბაქოში სპეციალური რეისით გადაიყვანეს. მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება ბელარუსის პროკურატურამ იანვარში მიიღო. ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ლაპშინს აზერბაიჯანული მხარე საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ანტიაზერბაიჯანულ მოწოდებებში ადანაშაულებს.