პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს. კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ისინი გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, გიორგი მოსიძე, სვეტლანა კუდბა, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი იქნებიან.