რუსეთის პრეზიდენტმა ბოლო ორი დღის განმავლობაში თანამდებობიდან 2 გუბერნატორი გაათავისუფლა. ამჯერად, პუტინის გადაწყვეტილებით პოსტი ბურიატიის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ნაგოვიცინმა დატოვა. გუშინ სამსახურიდან დაითხოვეს პერმის გუბერნატორი ვიქტორ ბასარგინიც. საკადრო ცვლილებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.