შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას. ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შცედეთის საელჩო სოხუმის დაცემის დღეს ეხმიანება.
„33 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.
დღეს პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს“, - წერია განცხადებაში.