იაპონურმა კორპორაციამ Toyota Motor-მა ბავშვის რობოტი შექმნა. Kirobo Mini-ებმა მარტოხელებსა და უშვილოებს ცხოვრება უნდა შეუმსუბუქონ. რობოტების მთავარი დანიშნულება საუბარია. ხანდაზმულებთან ბავშვი რობოტები ხმამაღლა ისაუბრებენ. თავისი ფუნქციებითა და განვითარებით მინი-რობოტები 5 წლის ბავშვის დონეზე დგანან. რობოტები 39,8 ათასი იენი ეღირება, რაც 392 დოლარის ექვივალენტია.