კიმ კარდაშანი საფრანგეთში რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. ამის შესახებ კარდაშანების პრეს მდივანი იტყობინება. ინციდენტი პარიზის სასტუმროში მოხდა. კიმს სასტუმროს ნომერში სამართალდამცველების ფორმაში გადაცმული ორი შეიარაღებული მამაკაცი შეუვარდა და რამდენიმე საათის განმავლობაში გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ინციდენტი კარდაშანის ქმრის, მუსიკოს კენი უესტის კონცერტის მსვლელობისას მოხდა, რის გამოს რეპერმა შოუ შეწყვიტა. ინციდენტის დეტალები დგინდება.