ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას 2017 წლის მარტამდე დაიწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტერეზა მეის თქმით, პროცესი საკმაოდ რთული იქნება. ბრიტანეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ გარემოში ჩაივლის. საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის საკითზე გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარდა. ელექტორატმა მხარი ერთიანი ევროპიდან გასვლას დაუჭირა.