კოლუმბიაში საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემენით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა დაჯგუფება ფარკთან ზავის წინააღმდეგ მისცა. სამშვიდობო შეთანხმებას კოლუმბიის ხელისუფლებამ ფარკთან გასულ კვირას მიაღწია. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა სანტოსმა და დაჯგუფების ლიდერმა როდრიგო ლონდონიომ მოაწერეს. ექსტრემისტთა ლიდერმა ბოდიში მოიხადა მათ წინაშე, ვინც 52 წლიანი ომით დაზარალდა. ნახევარსაუკუნოვანმა სამოქალაქო დაპირისპირებამ კოლუმბიაში 250 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.