ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დღეს ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების თვალთვალს გამორიცხავს. თუმცა, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის შემთხვევას ის "ცალკეულ გამონაკლისს" უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„სისტემურ დანაშაულს გამოვრიცხავ. ძველი ხელისუფლების დროს სპეციალური განყოფილება არსებობდა, მთელი ჯგუფი იყო თავდაცვის სამინისტროში. დღეს სისტემურ პრობლემასთან საქმე არა გვაქს, ცალკეულ შემთხვევებს მე არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.