უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიაწოდა, თუმცა მოსკოვს ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
ბუდანოვის თქმით, წინადადება მხოლოდ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტას არ ითვალისწინებდა და ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც შეეხებოდა.
„დრონები დაფრინავენ - ეს ყველამ ნახეთ“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ეწვევიან.
უიტკოფი და კუშნერი რუსეთში დღეს ჩავიდნენ. ხცალ კი კიევში შეხვედრებს გამართავენ.