საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით, Athens Flying Week-ის ავიაშოს დროს საბერძნეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი F-4 Phantom ჩამოვარდა. მედიის ცნობით, კატასტროფა ათასობით მაყურებლის თვალწინ მოხდა. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე მანევრს ასრულებდა, როდესაც სიმაღლის დაკარგვა დაიწყო და ჩამოვარდა.
მაყურებლებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბორტზე მყოფი ორი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა თავდაპირველად უცნობი იყო, ხოლო ადგილზე ხანძრის გამო სამაშველო სამუშაოები გართულდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე Phantom F-4-ის ავიაკატასტროფის შედეგად მაყურებლებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც ტყის ტერიტორიაზეც გავრცელდა.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 85 მეხანძრე და 11 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ავიაშოუ შეჩერდა და ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო.ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 85 მეხანძრე და 11 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ავიაშოუ შეჩერდა და ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო.