აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ
რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელი მომლაპარაკებლების სპეციალური ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.
აეროპორტში უიტკოფსა და კუშნერს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის კონტაქტების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს, როგორც კი შეხვედრები დასრულდება.