ლაზარე ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წამოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
"ლაზარე-ზურა ჯორბენაძეს 4 დღით ადრე გარდაცვალებამდე შევხვდი, დავგეგმეთ გეგმები, რომ უნდა შევხვედროდით აღდგომის სემდეგ და გაგვეგრძელებიან ურთიერთობები. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს, რომ ალაზარეს შაბათს სასულიერო პირი იხრჩობს თავს.
დეიდაშვილია როგორც ამბობდა თორნიკე რიჟვაძის, ზურა კანდიდატად გვყავდა აჭარაში არაერთხე და ის იქ ამხელდა ხულოს რაიონის დანაშაულებებს. იქიდან იყო წარმოშობით.
ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფსიქოლოგია არ იყო ისე მოწყობილი, რომ მას ტავი მოეკლა.
ზურა ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე იძახის, რომ ჩამომახრჩობენო. ეს ჩვეულებრივი ის ქონდა ზურას, რადგან მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და სიმართლის თქმა, ის სულ ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო.
99,9 % ით ვარ დარწმუნებული, რომ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია.
ლაზარე-ზურა ჯორბენაძე იყო სასულიერო პირი და თქვენ არ სვამთ კითხვებს საპატრიარქოსთან, თუ რას ფიქრობს თავად საპატრიარქო. როგორ არ მაქვს საპატრიარქოსთან კითხვები - ბოლოს ზურა ჯორბენაძე რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წამოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი ", - განაცხაადა გიორგი ლილუაშვილმა.