ნეპალში ძლიერი მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 344-ს მიაღწია. კიდევ 4 898 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები და უცხოელები. მედიის ცნობით, განახლებული მონაცემები ნეპალის პოლიციამ 5 სექტემბერს გაავრცელა.
Reuters-ის ცნობით, სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა, რომელმაც ნეპალისა და ჩინეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მე-11 დღესაც გრძელდება.
ამასთან, მაშველებმა სტიქიიდან 10 დღის შემდეგ კიდევ ორი ადამიანი ცოცხალი იპოვეს - ჩინეთის მოქალაქე ჰიდროელექტროსადგურის 225-მეტრიან გვირაბში, ხოლო 64 წლის ნეპალელი ქალი ნანგრევების ქვეშ მდებარე სახლიდან გამოიყვანეს.
ნეპალის ხელისუფლება დაკარგულთა მოძიებასა და დაღუპულთა იდენტიფიცირებას აგრძელებს. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები და ჰიდროელექტროსადგურები