თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ნინო გოგუაძე, ამბობს, რომ მან ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის გარდა, კიდევ იცის ერთი ადამიანის შესახებ, რომლის პირადი ცხოვრება ამ ხელისუფლებამ უკანონოდ ჩაწერა.
ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ეს ადამიანი მისი პარტიის წევრი არ არის. თუმცა, მის ვინაობას არ აკონკრეტებს.
“ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მე ზუსტად ვიცი კიდევ სხვა ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. ჩემი თანაპარტიელი არ არის. ალბათ, ის ადამიანი თვითონ იტყვის, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის საშინელი დანაშაული, რომელიც გრძელდება და ამასთან დაპირისპირება შეუძლია მხოლოდ საზოგადოებას," - განაცხადა გოგუაძემ.