"ჩემი განზრახვაა, საქართველოში ჩავიდე ივნისში ან ცოტა მოგვიანებით," - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მეხეილ ჯანელიძესთან, გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, მივესალმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჯანელიძეს. ძალზედ მოხარული ვარ, რომ ჩვენ მას ვსტუმრობთ დღეს. ძალზედ დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ თვეებში ვეწვევი საქართველოს. მე შემიძლია, ცალსახად განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ჩვენ მივესალმებით ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას, განვითარებას,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის და განაცხადა, რომ დიდი პატივი იქნება საქართველოსთვის ჯონ კერის სტუმრობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეზე.