საქართველოს ორივე სეპარატისტული და რუსეთის მიერ ოკუპორებული რეგიონის ე. წ. ხელმძღვანელობა დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით ეკვადორს მიმართვას გაუგზავნის.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი ეკვადორს მიმართვას გაუგზავნის, თხოვნით, აღიაროს სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
"დიდად მადლობელი ვიქნებით ეკვადორის, ისევე როგორც სხვა ქვეყნის, თუკი ისინი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებენ", _ აცხადებს ჯიოევი, მოსკოვში მყოფი ეკვადორის პრეზიდენტის, რაფაელ კორეას განცხადების კომენტირებისას, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართვას მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი თხოვნა მათ მიმართ გაგზავნილი იქნება.
ჯიოევმა კონკრეტული თარიღი, რომლის დროსაც ოსი სეპარატისტები ეკვადორს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ, არ დაასახელა. სეპარატისტული აფხაზეთი კი აღნიშნული მიმართვის გაგზავნას რამდენიმე დღეში გეგმავს