ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ცვლილებები ადამიანებში, რომლებმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა.
კვლევები ნიუ-იორკის მაუნტ-სინაის სამედიცინო კომპლექსში ჩატარდა. მედიკოსებმა შეისწავლეს 32 ებრაელი მამაკაცისა და ქალის გენი, რომლებიც გადაურჩნენ საკონცენტრაციო ბანაკებში გადატანილ წამებას, ან სხვაგვარად დაზარალდნენ ნაცისტებისგან.
ანალიზს დაექვემდებარა კვლევაში მონაწილეთა შვილების გენებიც, რომლებიც სტატისტიკური მონაცემებით, ბევრად უფრო ხშირად იტანჯებიან სტრესული დარღვევებისგან.
საბოლოოდ, გაკეთდა შედარებები იმ ებრაელი ოჯახების წარმომადგენელთა გენებთან, რომლებიც ომის პერიოდში ევროპის გარეთ იმყოფებოდნენ. კვლევების თანახმად, გენეტიკური ცვლილებები დადგინდა ახალგაზრდა თაობაში, რომელთა მშობლებმა ჰოლოკოსტი გადაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში შესრულდა 70 წელი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლებიდან. ცერემონიალზე ყოფილმა პატიმრებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუშვას ჰოლოკოსტის დანაშაულის განმეორება.