ფარმაცევტულმა კომპანიამ Valeant Pharmaceuticals-მა კომპანია Sprout-თან მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა და ქალებისათვის ვიაგრის წარმოებას იწყებს.
კონტრაქტის ღირებულებამ მილიარდი დოლარი შეადგინა. გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად: 500 მილიონი დოლარი გარიგების დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2015 წლის მესამე კვარტალი) და იმდენივე 2016 წლის პირველ კვარტალში. კომპანია ვალდებულია გადაუხადოს Sprout მოგების წილი. ქალის ვიაგრის გაყიდვა მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება.
18 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ხარისხის კონტროლის მართვის ფედერალური სამმართველოს მრჩეველთა საბჭომ (FDA) საბოლოოდ მოიწონა ქალის ლიბიდოს ასამაღლებელი პირველი პრეპარატი - Addyi.
FDA -მ რამდენჯერმე უარყო განაცხადი, ითხოვდა მიეთითებინათ შესაძლო გვერდითი მოვლენები - ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, გულყრა, თავბრუხვევა, ძილიანობა, გულისრევა, უძილობა.
Addyi ( მოქმედი ნივთიერება ფლიბარსერინი) შეიქმნა როგორც ანტიდეპრესანტი გერმანული კომპანიის Boehringer Ingelheim მიერ. 2010 წელს FDA-ს უარის შემდეგ, მისი წარმოება მიეყიდა ამერიკულ კომპანია Sprout-ს.
ფლიბანსერინი მიიღება დღეში ერთხელ ძილის წინ, იგი გათვალისწინებულია ქალებისთვის. პრეპარატი მოქმედებს სეროტონინის დონეზე და ლიბიდოს მცირე გაძლიერებაზე.