დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს ჰიგიენრური ნორმების დაცვის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ბათუმში ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით, იმნაძე აცხადებს, რომ ეს ნოვო ვირუსებია, რომლისგან თავის დაცვაც შესაძლებელია.
მისი რეკომენდაციით, ბავშვებმა ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, ან გაიწმინდონ დეზინფექსანტებით, სველი ხელსახოცებით, რადგან გავრცელებული დაავადება ჩნდება ფეკალურ- ორალური გზით.
” ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტები ძირითადად ბავშვები არიან. დაავადებების თავიდან ასაცილებლად, დამსვენებელმა პლაჟზე ჰიგიენის წესები უნდა დაიცვას. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხელების დაბანა, ამის საშუალება თუ არ არის, მშობლებმა სპეციალური ხელსაცხოები შეიძინონ, დეზინფექსანტები ჰქონდეთ და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს პლაჟზე რომ ქვები პირში არ ჩაიდონ. ეს ვრცელდება ფეკალურ- ორალური გზით. აქედან გამომდმინარე, თუ ჰიგიენის წესებს დავიცავთ არ გავრცელდება”, - აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბათუმის ინფექციური საავადმყოფო პაციენტებით გადატვირთულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტებით გადატვირთვას ნორო ვირუსებს უკავშირებს.