ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის, თევზის მოხმარება სასარგებლოა, კვირაში მხოლოდ ერთხელ.
მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ კვლევების საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა სქესისა და ასაკის 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა .
შედეგებმა გააოცა თავად მეცნიერები. როგორც აღმოჩნა ზღვის პროდუქტების ხშირი მოხმარებისას მათი სასარგებლო თვისებები არ ძლიერდება.
ახლა დიეტოლოგები ამტკიცებენ - არ არის საჭირო დაიხარჯოს დიდი თანხები ზღვის პროდუქტების მუდმივ შეძენაზე. კვირაში ერთხელ, ერთი ულუფა თევზის მიღება, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ომეგა-3 მჟავამ დაიცვას სისხლძარღვთა კედელი.
მეცნიერები, ურჩევენ საშუალო ასაკის ადამიანებს მიირთვან ზღვის თევზი, რომელიც შეიცავს ბევრ ცხიმს. იგი აუცილებელია გულ-სისხძარღვთა დაავადების პრევენციისთვის. მაგალითისთვის მეცნიერებმა მოიყვანეს ქაშაყი და სკუმბრია.