ბრიტანელ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ ინტერნეტს, აქვთ სუსტი იმუნიტეტი. ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.
ინტერნეტის მოყვარული ადამიანები განიცდიან ნერვიულ დაძაბულობას, როცა ინტერნეტთან არ არიან და შვებას ,როცა ისინი კვლავ ონლაინში არიან.
ცვლილებების რეგულარულ ციკლს როცა დაძაბულ მდგომარეობას ცვლის სიამოვნება და პირიქით, შეუძლია გამოიწვიოს კარტიზოლის (ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს იმუნურ სისტემაზე) დონის ცვლილება.
მეცნიერები, რომლებმაც გამოიკვლიეს 18 დან 80 წლის ასაკის მოხალისეები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირტუალურად დამოკიდებული ადამიანები სხვებზე ხშირად მიდრეკილი არიან ინფექციური დაავადებების მიმართ. სპეციალისტებმა ასევე დააფიქსირეს ჰორმონ კარტიზოლის მომატებული დონე იმ მოხალისეებში, რომლებიც განიცდიდნენ სტრესს, როცა შეუძლებელი იყო ქსელში ყოფნა.