დღის განმავლობაში 1 ან 2 წილი ალკოჰოლის მიღება 10% - ით ზრდის კიბოს რისკს.
ამ დრომდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, რამდენად სახიფათოა ეს ქალის ჯანმრთელობისთვის.
სასმელის სახეობა და მისი სიმაგრე არ თამაშობს განსაკუთრებულ როლს. მნიშვნელობა არ აქვს რას სვამს ქალი- ლუდს, ღვინოს თუ უფრო ძლიერ ალკოჰოლს,შედეგი ერთნაირი იქნება.
თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მთავარია მოხმარებული ალკოჰოლის ოდენობა. ეს დასკვნები გაკეთდა სხვადასხვა ეროვნების 70000 ქალის ჩვევების ანალიზის შედეგად.
ექსპერტები მათზე დაკვირვებას აწარმოებდნენ 1978 დან 1985 წლების ჩათვლით. 2004 წლამდე 3000 შემთხვევაში ექსპერიმენტში მონაწილეებს მკერდის კიბო დაუდგინდა.
შეგახსენებთ,რომ ერთ წილ ალკოჰოლად ითვლება 13.7 გრ. სუფთა სპირტი. ასეთი ოდენობის სპირტი არის 42.5 გრ.მაგარ ალკოჰოლურ სასმელში,141 გრ.ღვინოში და 340 გრ.ლუდში.