საქართველოში, 2015 წლის 23 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 5105 შემთხვევა,მათგან 3762 - მამაკაცია, 1343 - ქალი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 2973 პაციენტს, 1034 გარდაიცვალა.
2015 წელს გამოვლინდა 410 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 2808 (მათ შორის აფხაზეთში - 338) პაციენტი.
2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა:
პეტროსექსუალური გადაცემის გზით_ 25%-ით, ჰომო/ბისექსუალური გადაცემის გზით 163%-ით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 36, 9%-ით.