დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური პროფილით ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდებათ
27-28 ივლისს დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით, იმ ბავშვებს ვისაც კარდიოლოგიური პრობლემები, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები აქვთ, უფასო სამედიცინო კონსულტაციები და კარდიო ექოსკოპიური კვლევები ჩაუტარდებათ.
კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგები ჩაატარებენ. ექიმებთან მიღება დაიწყება 11:00 სთ–ზე და გაგრძელდება 18:00 სთ–მდე. აგვისტოს ბოლოს თბილისში, იტალიელი კარდიოქირურგების გუნდი ჩამოდის, რომლებიც ქართველ ექიმებთან ერთად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილებაში გულის მანკების მქონე ბავშვებში ოპერაციებს ჩაატარებენ.
სამედიცინო კონსულტაციებისა და კარდიო ექოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 მის: ქუთაისი, ოცხელის ქ. N2