„C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ირაკლი იმნაიშვილმა C ჰეპატიტის გამოსავლენად უფასო სწრაფი ტესტების ჩატარება დააანონსა. როგორც ჟურნალისტმა „იმედის კვირაში“ განაცხადა 27 ივლისიდან საქართველოში 9 ლაბორატორია ამოქმედდება.
„27 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 9 ლაბორატორია და 2 კვირის განმავლობაში ყველას (ვისაც ექნება სურვილი) შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს ექსპრეს ტესტი C ჰეპატიტზე. ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ, გაქვთ თუ არა ორგანიზმში სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადება. მე ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.