პრეკურსორების სიას ახალი ნივთიერება - ალფა-ფენილაცეტოაცეტონიტრილი ემატება.
შესაბამისი ცვლილებები “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შედის.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ნივთიერება “ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერო-ს კონვენციის შესაბამის ცხრილს დაემატა, რაც ეროვნულ კანონმდებლობაშიც აისახება.