გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ადამიანების ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
მინისტრის განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
,,ქირურგიის ინსტიტუტში ახალა ორი პაციენტი იმყოფება ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერტთ მათგანს უახლოეს პერიოდში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ორი დაშავებულია სხვა კლინიკაშია გადაყვანილი, რომელთაც ვინახულებთ”, _განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ორი დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრი გადაიყვანეს, ორიც ,,ლანცეტში”.