ფერებს, რომელიც გარს გვარტყამს, შეუძლია, გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, აზრები სხვადასხვა მიმართულებით მიმართონ, _ ამბობენ ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტები.
კვლევების პერიოდში სპეციალისტებმა თხოვნით მიმართეს ექსპერიმენტის მონაწილეებს, შეეფასებინათ სხვადასხვა მორალური დილემა. ამასთანავე, მეცნიერებს ეკრანზე გამოჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელთა ფონად შავი, თეთრი და ფერადი ფერები აირჩიეს.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ, უფრო რადიკალურად ისაუბრონ იმაზე, რა ხდება, როცა მათ თვალწინ თეთრი ან შავი ფერია, ე.ი. მონოქრომული ფონი.
სპეციალისტების აზრით, თუნდაც ინტერიერის ფერის დეტალებსაც შეუძლია რაღაც დოზით გავლენა მოახდინოს თავში აზრების ფორმირებაზე. მაგალითისთვის, კედელზე შავი ფერის ხალიჩას შეუძლია უარყოფითი განწყობის ფორმირება, ხოლო წითელ ფერს საფრთხისა და მუდმივი სიფხიზლის გრძნობის გაღვიძება.