ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებლად სჭირდება ორგანიზმში საკმარისი სითხის შენარჩუნება. ისინი კი, ვინც წონასა და გარეგნულ სილამაზეს უფრთხილდებიან, მოხმარებული წყლის მაჩვენებელს უნდა დააკვირდნენ.
სპეციალისტების აზრით, არსებობს მოხმარებული წყლის ფიზიოლოგიური ნორმა. ის 30 მილილიტრს შეადგენს, რომელიც ადამიანის წონაზე უნდა გამრავლდეს. მაგალითად, თუ თქვენ 70 კილოგრამს იწონით, სითხის მოხმარების წონა შემდეგნაირად უნდა გამოთვალოთ: 30X70=2,1 ლიტრს. წყლის ამ აუცილებელ მოცულობაში შედის ყველანაირი სითხე, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს. ეს არის წყალი, ჩაი და წვენი.
რძე და წვნიანი _ ეს უკვე საჭმელია. მაღალი ტემპერატურის დროს უფრო მეტი წყლის მიღებაა საჭირო: 50 მილილიტრი თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე უნდა გაამრავლოთ. ორგანიზმის გაუწყლოება ჯანმრთელობისთვის ძლიერ საზიანოა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ, თუ ადამიანი წყურვილს განიცდის, ეს უკვე ორგანიზმის გაუწყლოებაა. ამიტომ ყოველ საათ-ნახევარში ან ორ საათში ერთხელ 100-200 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოთ.