ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტებისა და კვლევების შედეგად, შავ შოკოლადში აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც გარკვეული ხარისხით ანელებენ ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ფლავანოიდების და კოლაგენის ბოჭკოების პოზიტიური ზემოქმედება ნივთიერებათა ცვლაზე აფერხებს კანის სწრაფ დაბერებას. Aასევე, წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების - კანის კიბოს პრევენციას.
მეცნიერები ამტკიცებენ,რომ შოკოლადის ზომიერი მირთმევა ძალზედ სასარგებლოა და ახალისებენ მის სისტემატიურ მიღებას. გარდა ამისა კომპონენტებს რომელსაც შავი შოკოლადი შეიცავს აქვთ მთელი რიგი სასარგებლო თვისებები,რომლებიც ადამიანს ეხმარება დასძლიოს უძილობა და თავი დააღწიონ დაღლილობას,იგი დადებითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობაზე,შესამჩნევად ზრდის რეაქციის სიჩქარეს.