თბილისში, მზიურის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დროს მოზარდი დაშავდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისები მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დაშავებული მოხალისე ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
გიორგი ღიბრაძის განმარტებით, პაციენტს თავის ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა.
,,ამ ეტაპზე ზუსტდება დიაგნოზი და უტარდება კვლევები”, _განაცხადა ღიბრაძემ.