ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება, იმუნიზაციის ცენტრის გარდა, დედაქალაქის კიდევ სამ კლინიკაშია შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიტეტანური ვაქცინის უფასოდ მიღება შემდეგ პოლიკლინიკებშია შესაძლებელი: მედკაპიტალი-გამრეკელის N19, ჯანმრთელობის ცენტრი - ალ. ყაზბეგის N14ბ, ვერე XXI-ქიაჩელის N18. სამუშაო საათებია 10:00-18:00.
ვაქცინაცია ასევე, უფასოა იმუნიზაციის ცენტრსა და ყველა პოლიფროფილურ კლინიკაში.
პრევენციის მიზნით, სტიქიის ზონაში მომუშავე მოხელისეებისთვის ტეტანუსის ვაქცინა უფასოდ ტარდება. ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დაზიანებულ კანთან მიწის, ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში დგება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505 უნდა დარეკონ. აცრის გაკეთება კი, 24 საათის განმავლობაში იმუნიზაციის ცენტრშია შესაძლებელი, რომელიც თბილისში, ტაშკენტის ქუჩა N10-ში მდებარეობს.