დავადებათა ეროვნული ცენტრი სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს
დავადებათა ეროვნული ცენტრი, მას შემდეგ რაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები და სარდაფები გაიწმინდება, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში უწყების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
,,მას შემდგ რაც მოხდება სტიქიის შედეგად დატბორილი სახლებისა და სარდაფების გასუფთავება, მოხდება დამუშავება კოღოებისა და სხვა გადამტანების საწინააღმდეგო სპეციალური ნივთიერებით, _განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე - არსებობს თუ არა რაიმე დაავადების გავრცელების საფრთხე სახლების გასუფთავებამდე, გამყრელიძე აცხადებს:
,,ჩვენი მხრიდან ყველა საფრთხის მინიმალიზაცია ხდება იმ პროფილაქტიკური ღონისძიებებით, რაც ჩვენს რეკომენდაციებში წერია და რასაც მოხალისეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უხსნიან”, _განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალიზებულია.
,,სტიქიის ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს, მაშველებს აწვდიან ინფორმაციას თუ რა წესები უნდა დაიცვან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა რისკი. კერძოდ, მუშაობის პროცესში თუ მოხდა კანის დაზიანება ვის უნდა მიმართონ, ასევე სხეული მაქსიმალურად დაიფარონ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; მტვრთისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები და ა.შ”, _განაცხადა ამირან გამყრელიძემ.