საქართველოში 2015 წლის 11 ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 5024 შემთხვევა.
პაცინტებს შორის 3705 - მამაკაცია, ხოლო 1319 - ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, შიდსი განუვითარდა 2960 პაციენტს, 1023 გარდაიცვალა.
2015 წელს გამოვლინდა 329 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 2765 (მათ შორის აფხაზეთში - 332) პაციენტი.
უწყების განმარტებით, აივ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 1671 პაციენტი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ სამეგრელოში_703 პაციენტი, იმერთეში კი 668 ფაქტია რეგისტრირებული.