ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო, მკურნალობას ამ დროისთვის მხოლოდ 5 პაციენტი გადის, რადგან სხვები გაწერილი არიან სამკურნალო დაწესებულებებიდან.
მინისტრის განცხადებით, 5 პაციენტის მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის. ძირითადად, საშუალო ხარისხის და მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს მრავლობითი ტრავმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაზიანებულთა შორის არც ერთი არასრულწლოვანი არ არის.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მონაცემები იცვლება და საბოლოო მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.