საქართველოში 2015 წლის 1-ელი ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4998 შემთხვევა, რომელთა შორის 3685 - მამაკაცია, ხოლო 1313 - ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. მათგნ შიდსი განუვითარდა 2960 პაციენტს, 1023 კი გარდაიცვალა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, 2015 წელს გამოვლინდა შიდცის 303 ახალი შემთხვევა.
აივ მკურნალობაზეა 2705 (მათ შორის აფხაზეთში - 328) პაციენტი.